პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, იაკობ გოგებაშვილის
სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. მისი კვლევის სფეროა ზოგადად განათლების სისტემის თუ ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში მათემატიკის სწავლების აქტუალური საკითხები და მათი გაუმჯობესება, პედაგოგიური ინოვაციების დანერგვა სწავლებაში. იგი არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის აქტივობებში, პროექტებში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მის პროფესიულ განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას, რამაც დიდი გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენციები შეძინა მას როგორც ლექტორს, ტრენერს, ექსპერტს, კონსულტანტს მათემატიკის და მათემატიკის სწავლების სფეროში.