იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი განათლების მიმართულებით 2003 წლიდან. მას უნივერსიტეტში სამეცნიერო (კვლევითი მუშაობის გამოცდილება დაწვრილებითაა მის ბიოგრაფიაში აღწერილი) და ადმინისტრაციული, მათ შორის ხარისხის მართვის კუთხით მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. 2003 წლიდან დღემდე, ნინო მოდებაძე არის პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი როგორც კონკრეტულად ფიზიკის, ისე განათლების მიმართულებით.
გარდა ამისა, ნინო მოდებაძის აქტიური ჩართულობით (2014-2022წწ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი და ექსპერტი), უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია. გარდა ამისა, პროფესორი სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორთა საქმიანობის შეფასების ექსპერტი(2012), განათლების დარგობრივი სტანდარტების შემმუშავებელი ჯგუფის წევრი(2006), განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი(2020-2021). პროფესორი ნინო მოდებაძე, აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტებში (erasmuss+), რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დროს იყო პროექტის მენეჯერი, მკვლევარ-ტრენერი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ოფიცერი და სხვა. ატარებს კვლევით სამუშაოებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ნინო მოდებაძის სამეცნიერო ხელმძღვანელობით რვა დოქტორანტმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია განათლების სფეროში. გარდა ამისა, ნინო მოდებაძე ქმნის ტრენინგ-მოდულებს და ატრენინგებს საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს საბუნებისმეტყველო, ინკლუზიური განათლებისა და სწავლების ინოვაციურ მიმართულებებში, Erasmus+, საერთაშორისო ორგანიზაციების USAID და UNICEF მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.