საქართველოს ოთხი უნივერსიტეტის (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მიერ ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის: ,,განათლების მეცნიერებები“ დოქტორანტი 2018 წლიდან.
სიდამონიძე ამ წლების განმავლობაში ასისტირებას უწევდა ფაკულტეტის წამყვან პროფესორებს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაში და დღემდე დამოუკიდებლად წარმართავს ამ კურსების პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასწორებს და აფასებს საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებს. ამასთანავე, მაკა სიდამონიძე არის სტუდენტთა პედაგოგიური პრაქტიკის კოორდინატორი.
მაკა სიდამონიძეს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესწავლილი აქვს კვლევასთან დაკავშირებული კურსები და ამასთანავე, დამატებით გავლილი აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ტრენინგები კვლევის მეთოდოლოგიის მიმართულებით, როგორებიცაა:
აშშ ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის (UNT) და ტრენინგცენტრი „KNOW HOW’’, `XXI საუკუნის სწავლების მეთოდები“;
აშშ ჩრდილოეთტეხასისუნივერსიტეტის (UNT) და ტრენინგ ცენტრი „KNOW HOW’’, „კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“;