STEM-UPD

აგატა როუნი

image
მე ვარ

აგატა როუნი

ტრენერი

მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ტრენერი, განსაკუთრებით ბიოლოგიის და არაფორმალური განათლების მეთოდების სფეროში. მისი უნარი შექმნას მიმზიდველი STEM რესურსები, რომელიც ფოკუსირდება პრაქტიკულ, ექსპერიმენტულ სწავლის მიდგომებზე დინამიური და ეფექტური სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, ღირებული იქნება მოცემული პროექტისათვის. 

მას განათლება მიღებული აქვს პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის განათლების სკოლასა და ვარშავის უნივერსიტეტში, სადაც მან მოიპოვა სერთიფიკატი სკოლაში ბიოლოგიის სწავლებისთვის , საშუალო და დაწყებით საფეხურებზე. ამავე უნივერსიტეტში ის ასევე დაეუფლა მრავალფეროვან საშუალებებს და უნიკალურ მეთოდოლოგიას, რომელიც დაფუძნებულია კეთებით სწავლაზე. 

ვარშავის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტში მაგისტრატურაში სწავლის დროს აგატამ მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ზოოლოგიაში, კერძოდ შეისწავლა ცხოველთა ქცევა, ბიომრავალფეროვნება და, რაც მთავარია, მეცნიერული მეთოდები. მან განაგრძო კვლევა სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგიური კვლევის ცენტრში. 

Ethoplanet-ში მუშაობის დროს კი მან ასევე მიიღო გამოცდილება პარტნიორობის იდენტიფიცირებასა და განხორციელებაში და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში. 

კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში აგატა მონაწილეობს მასწავლებელთა და მენტორთა მომზადების პროგრამაში, რომლის გავლის შედეგად ისინი ხდებიან ახალგაზრდა მკვლევარების კლუბის (YEC) მენტორები და YEC ტრენერები. აგატა ასევე წარმოადგენს YEC პროგრამას საგანმანათლებლო ღონისძიებებზე და გეგმავს და ატარებს სასწავლო კურსებს და საგანმანათლებლო შეხვედრებსა და კონფერენციებს. ეს თანამდებობა მოითხოვს ძლიერ ინტერპერსონალურ უნარებს, საზოგადოების ჩამოყალიბებას და ეფექტურ გუნდურ მუშაობას-თვისებებს, რაც აუცილებელია წარმატებული სასწავლო პროგრამებისთვის.