STEM-UPD

ჩვენს შესახებ

7 +
წლიანი გამოცდილება
icon We are stem-upd

ჩვენ ვართ STEM-UPD

საგანმანათლებლო პროექტი.

კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის“.

icon our team

ჩვენი გუნდი

ნათია ბაღათრიშვილი

პროექტის მენეჯერი

მადონა სამხარაძე

ასოცირებული პროფესორი

მამუკა აფაქიძე

ტექნოლოგიების ექსპერტი

მედეა აბრამიშვილი

განათლების მკვლევარი

აგატა როუნი

ტრენერი

მზია მაისურაძე

ფინანსური მენეჯერი

ნათია ღაჭავა

ასოცირებული პროფესორი

მამული ბუჭუხიშვილი

ასოცირებული პროფესორი

დარეჯან მარგალიტაშვილი

ბიოლოგიის დოქტორი

ანა გიგაური

ასოცირებული პროფესორი

ნინო მოდებაძე

მეცნიერი
icon higher educational institutions

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულები

თესაუ

image
სსიპ_იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აწსუ

image
სსიპ_აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სთიმითი

image
შპს „სთიმითი“

კოპერნიკი

image
კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი

icon The purpose of the project

პროექტის მიზანი

STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის

პროგრამის შემუშავება

2024 - მიმდინარე

უახლესი ტენდენციები

იმგვარი შინაარსის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, რომელიც წარმოაჩენს სფეროს უახლეს ტენდენციებს

ინოვაციების დანერგვა

სწავლებისა და სწავლის კუთხით ინოვაციების წარმოჩენა, მათ შორის, მხარდაჭერა აუდიტორიულ სწავლებაში თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა პრობლემათა გადაჭრისა და პროექტზე დაფუძნებული სწავლება, ასევე ელექტრონული სწავლების მეთოდების გაძლიერება

თანამედროვე სწავლება
2024 - მიმდინარე

შრომის ბაზარი

2024 - მიმდინარე

დასაქმება

შრომის ბაზართან კავშირების გაძლიება სათანადო დამსაქმებლების ჩართულობით

ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია

ლაბორატორიების და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება, პროექტის მიზნების მისაღწევად

ლაბორატორიები
2017 - 18

გენდერული ბალანსი

2024 - მიმდინარე

მდედრობითი სქესის სტუდენტების მოზიდვა

საგანმანათლებლო სისტემაში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრა, განსაკუთრებით სამეცნიერო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) დარგებში, რაც მოიცავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას, მოიზიდონ მდედრობითი სქესის სტუდენტები STEM პროგრამებში, რითაც მაქსიმალურად დავიწროვდება გენდერული უთანასწორობა STEM დარგებში

პროექტის მიზანია STEM მიმართულების გაძლიერება და კურიკულუმში ინოვაციური მიდგომების განვითარება განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტსა (თესაუ) და პედაგოგიკის ფაკულტეტზე (აწსუ) მოქმედი და მომავალი მასწავლებლებისთვის STEM სასწავლო კურსების შემუშავებით, STEM მეთოდოლოგიური გზამკვლევის მომზადებით, ტრენინგების ჩატარებითა და STEM ლაბორატორიების ქსელის დაარსებით. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო (300 კრ.) და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო (60 კრ.) პროგრამები არ მოიცავს შესაბამის STEM კურსებს, რაც განაპირობებს მომავალ მასწავლებელთა STEM ცნობიერებისა და გამოცდილების ნაკლებობას. მნიშვნელოვანია მომავალი მასწავლებლებში STEM ხედვის ჩამოყალიბება, რადგან ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური ნაწილი და საგნობრივი სტანდარტები მოიაზრებს ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გააზრებას თანამედროვე, ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით სასწავლო პროცესის როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში. ამ მიზნისთვის მნიშვნელოვანია დისციპლინებს შორის კავშირების დამყარება, რომელთაგან ერთ-ერთ გამორჩეულ და მოწინავე მიდგომად თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ითვლება STEM სწავლება, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა 21-ე საუკუნის დასაწყისში. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესი და მოტივაცია დაბალია. შესაბამისად, ნაკლებია შემდგომში კვალიფიციური კადრები ამ დისციპლინებთან დაკავშირებულ პროფესიებში. იკვეთება დისბალანსი დასაქმების შრომის ბაზარზე, ან კურსდამთავრებულები ვერ აკმაყოფილებენ ბაზრის მოთხოვნებს. მოქმედ და მომავალ მასწავლებლებთან STEM კონცეფციის დანერგვა ხელს შეუწყობს სკოლის ბაზაზე STEM მიდგომებით სწავლებას, მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის ზრდას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს STEM პროფესიების პოპულარიზაციას. სწავლების STEM მიდგომის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი არის კეთებით სწავლება და STEM პროექტებზე მუშაობა, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს შესაბამისი რესურსის არსებობას. პარტნიორი უნივერსიტეტების ბაზებზე შეიქმნება STEM ლაბორატორიები, რომლებიც აღიჭურვება STEM საგანმანათლებლო ნაკრებებითა და საჭირო რესურსებით და გახდება სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის STEM პროექტებზე სამუშაო სივრცეები. პროექტის ფარგლებში შექმნილი სატრენინგო მოდულებისა და STEM პროექტების ეფექტიანობის დასადგენად, თითოეული უნივერსიტეტი საპილოტედ აღჭურავს 10 (ათი) სკოლას. აღნიშნული ქმედებები მყარ ხიდს გადებს სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. 

პროექტის ეფექტიანობის დასადგენად თითოეული უნივერსიტეტი ჩაატარებს კვლევებს, რაც მოგვცემს პროექტის შეფასებისა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვის შესაძლებლობას. საჭიროებების კვლევას განახორციელებენ პროექტში ჩართული წევრები. მოხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის საგნობრივი სტანდარტების გაანალიზება და შედეგების გაზიარება. ჩატარდება პრე და პოსტკვლევა მოქმედ და მომავალ მასწავლებლებთან STEM გამოცდილების, ინტერესისა და დამოკიდებულებების კუთხით ევროპული სკოლების STEM ალიანსის კოორდინატორის, Scientix Observatory მიერ შემუშავებულ კითხვარების გამოყენებით, რომელიც ადაპტირებული და გამოცდილია ქართულ რეალობაში. განხორციელდება სამაგიდო კვლევა საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილების შესახებ STEM სწავლებასთან მიმართებით და მომზადდება STEM გზამკვლევის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი. აკადემიური პერსონალის მიერ პრე და პოსტ კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გაკეთდება თვითშეფასება მიზნებისა და ამოცანების შესრულების ეფექტურობის დასადგენად. ამასთანავე, საპილოტე სკოლებში მასწავლებლებთან და დირექტორებთან კვლევის ჯგუფი ჩაატარებს თვისებრივ კვლევას კელის პიროვნული კონსტრაქტების თეორიაზე (Jones et al., 1997) დაფუძნებული, პრექტის ფარგლებში ადაპტირებული დებულებების მიხედვით.

მიზნის მისაღწევად პარტნიორი უნივერსიტეტების დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმებში ჩაშენდება ახალი STEM სასწავლო კურსები, მომზადდება სატრენინგო მოდულები მოქმედი და მომავალი მასწავლებლებისთვის, შეიქმნება STEM პროექტების დანერგვის მეთოდური გზამკვლევი და ჩამოყალიბდება STEM ლაბორატორიები. STEM რესურსებისა და STEM სასწავლო სცენარების მომზადებასა და დანერგვის მეთოდოლოგიაში მხარდაჭერას გაუწევს „სთიმითი“, ხოლო აკადემიურ გადამზადებასა და STEM კლუბების ქსელის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას გაუწევს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი).