2004 დააამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის აკადემიური ხარისხით, პარალელურად აქტიურად იყოი ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებში სხვადასხვა ტრენინგ/სემინარების ჩატარების და ორგანიზების კუთხით კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
2011 წლიდან მუშაობა დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კომპიუტერული ტექნოლოგიების ტრენერად. მომზადებული და ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგ მოდული სკოლის მასწავლებლებისათვის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, არის მასწავლებელთა სახლის სასწავლო გეგმის დანერგვის და განვითარების ექსპერტი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.
2013 წლიდან მუშაობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად. მიყავს რამდენიმე სასწავლი კურსი:
ისტ და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში - 1; ისტ და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში - 2; ციფრული და მედია წიგნიერება; ახალ სასწავლო გარემოში ციფრული საწავლო ინსტრუმენტების გამოყენების საფუძვლები; კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლასა და სწავლებაში.
ასევე, პროფესიული განათლების მიმართულებით ციფრული წიგნიერების კურსი. არის აწსუ ს ელექტრონული სწავლების კოორდინატორი. აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის სხვადასხვა პროექტში, უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ მოდულების ჩატარებაში.
არის აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი, პერიოდულად იღრმავებს ცოდნას სხვადასხვა ტრენინგ სემინარებში მონაწილეობით.