დარეჯან მარგალიტაშვილი
ბიოლოგიის დოქტორი
ბიოლოგიის დოქტორი, მაგისტრი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. იგი 2023 წელს გახდა STEM ინოვატორთა ასოციაციის წევრი. 2014 წ.დან დღემდე მუშაობს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორად. იგი 2021 წლიდან დღემდე, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტია. 2018 წლიდან დღემდე საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრია, ხოლო, 2019 წლიდან დღემდე საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაციის წევრი. 2012-2019 წლებში იყო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის-„საგნის სწავლების მეთოდიკა“, ქიმიის მოდულის თანახელმძღვანელი-თესაუში. 1994 წლიდან დღემდე არის სსიპ თელავის №5 საჯარო სკოლის ქიმიის მენტორი მასწავლებელი. მონაწილეობდა შემდეგ პროექტებში:
▪ 2013-2015 წლები - საერთაშორისო პროექტი “PROFESSIONAL REFLECTION-ORIENTED FOCUS on INQUIRY LEARNING and EDUCATION through SCIENCE“.
▪ 2016-2019 წლები - საერთაშორისო პროექტი „Action Research To Innovate Science Teaching (ARTiST)“ - Co- funded by the Erasmus+programme of the European Union.
▪ 2021- 2023 წლები საერთაშორისო პროექტი -ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. (CoLLLab)
არის 35-მდე სამეცნიერო ნაშრომის, ასევე, ათეულობით საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი/რეცენზენტი, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. სკოლაში მუშაობის 30 წლიანი მუშაობის მანძილზე, მისი ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალი სასწავლო ინტეგრირებული პროექტი, როგორებიცაა: „სამკურნალო მალამო „საფერავი“; „ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება პოლიმერული მასალის დასამზადებლად“; “პოლიეთერული პლასტიკები ბაზალტის მაარმირებელი საშუალებით და დელუვიონის შემავსებლით“; „ახალი სახის დარტყმამედეგი პოლიმერული კომპოზიტი’’- რომლებიც 2017-2019 წლებში წარდგენილი იყო ქალაქ სტამბულში, საგანმანათლებლო ინსტიტუტების სამეცნიერო კვლევითი პროექტების საერთაშორისო კონკურსებზე - „MEF-25-26-27-28“ და მოიპოვა საპრიზო ადგილები ( 2017- II ადგილი, 2019 - I ადგილი).. 2018 წელს მისი ხელმძღვანელობით მომზადებული პროექტი - „ქარის ტურბინები ქართული ფრთებით“ ხოლო, 2019 წელს პროექტი - „უცემენტო ბეტონი’- გახდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი პროექტი. სკოლაში მუშაობის პერიოდში, შექმნილი აქვს მრავალი ელექტრონული სასწავლო რესურსი. არის კომუნიკაბელური.