ასოცირებული პროფესორი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ანა გიგაური 2001 -2005 წლებში სწავლობდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე და მიენიჭა ფილოლოგიის ბაკალავრის
აკადემიური ხარისხი. 2005-2007 წლებში იგი სწვლობდა მაგისტრატურაში ქართული ენის სპეციალობაზე და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური წოდება. 2009-2012 წლებში ანა გიგაური სწავლობდა დოქტორანტურაში ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით და მიენიჭა განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2009-2010 წლებში ანა გიგაური ერაზმუს მუნდუსის სადოქტორო გაცვლითი პროგრამის
ფარგლებში იმყოფებოდა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში და არისტოტელეს უნივერსიტეტში განახორციელა სადოქტორო კვლევის ნაწილი. მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის სფეროებია: დარგობრივი ინგლისური ენის სწავლება, უცხო ენის სწავლა-სწავლება, ქართულიდან ინგლისურად და პირიქით
თარგმნის თავისებურებები.
ანა გიგაურს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, ტრენინგში. იგი არის ავტორი და თანაავტორი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების, მონოგრაფიის და სახელმძღვანელოსი.
ანა გიგაური როგორც მკვლევარი/ტრენერი აქტიურად იყო და არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში.
ანა გიგაურის გამოცდილება გამოცდილება ხელს შეუწყობს პროექტის განხორციელებისა და ანგარიშების მომზადების პროცესის ეფექტიანად წარმართვას.