STEM-UPD

ინოვაცია სოფელ ცუცხვათის სკოლაში!

2025 წლის 15 მაისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში წარმატებით ჩატარდა შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც განხორციელდა საერთაშორისო საგრანტო პროექტის ფარგლებში.

🔬 პროექტს ერთობლივად ახორციელებენ:

📌 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

📌 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

📌 STEAMit · სთიმითი

📌 პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი

📌 პროექტის ხელმძღვანელია თსუ-ს პროფესორი ნათია ბაგატრიშვილი

🎯 პროექტი „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“

მისი მიზანია — მასწავლებელთა მომზადების ახალი სტანდარტების ჩამოყალიბება და STEM მიდგომის ინტეგრირება სკოლებში.

🌍 პროექტი თანამშრომლობს კახეთისა და იმერეთის რეგიონის სკოლებთან.

📍 იმერეთში შერჩეულია 10 საპილოტე სკოლა, მათ შორის — ცუცხვათის სკოლა, სადაც უკვე აქტიურად ხორციელდება STEM კონცეფციის დანერგვა სასწავლო პროცესში.

✨ ერთად ვცვლით განათლების მომავალს — მეცნიერებით, ტექნოლოგიითა და თანამშრომლობით!