STEM-UPD

STEM რესურსები რგანის საჯარო სკოლას!

📅 2025 წლის 1 მაისი

📚სიპ – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლას გადაეცა თანამედროვე STEM საგნების სასწავლო ლაბორატორიული მოწყობილობები! რესურსების გადაცემა განხორციელდა პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ:

🔹 თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ასოც. პროფ. ნათია ბაღათრიშვილი)

🔹 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

🔹 შპს STEAMit · სთიმითი

🔹 კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი (პოლონეთი)

📌 პროექტის მიზანი — STEM კონცეფციის ინტეგრაცია მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებში და საპილოტე სკოლებში მისი დანერგვა. იმერეთსა და კახეთში უკვე შერჩეულია 10-მდე სკოლა, მათ შორის რგანის საჯარო სკოლაც.

👥 შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

▪ მექი ლობჟანიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე

▪ მამული ბუჭუხიშვილი – პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი

▪ მაია ბუჭუხიშვილი – ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის სპეციალისტი

▪ რესურსცენტრის წარმომადგენლები და სკოლის მასწავლებლები

🧪 გადაცემულმა ლაბორატორიულმა რესურსებმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში – ადგილზე გამოიცადა 3D პრინტერი და დამზადდა სხვადასხვა ნივთები!

📖 ასევე, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი IX კლასში, სადაც მოსწავლეებმა პრაქტიკაში ნახეს, როგორ გამოიყენება STEAM კონცეფცია გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის გაკვეთილებზე. გაკვეთილს აკვირდებოდა ტრენერი მამული ბუჭუხიშვილი, რომელმაც შემდეგ ჩაატარა უკუკავშირის სესია მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან.

✨ მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდი ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციური მიდგომების ინტეგრირება სასწავლო პროცესში!