STEM-UPD

შემაჯამებელი შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიში საერთაშორისო პროექტის “STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის STEM-UPD” ფარგლებში მიმდინარე, მოქმედ და მომავალ მასწავლებელთა გრძელვადიანი ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის 20 სკოლის წარმომადგენლები (დირექტორები, მასწავლებლები) და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნინო მოდებაძემ, თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ რომანიშვილმა. პროექტის მიმდინარეობა და ტრენინგები მოკლედ შეაჯამა პროექტის ხელმძღვანელმა, ნათია ბაღათრიშვილმა.შეხვედრაზე მკაფიო აქცენტი გაკეთდა ფორმალურ განათლებაში STEM მიდგომის დანერგვის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე.შეხვედრის ბოლოს მონაწილე სტუდენტებს, სმოლებსა და მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის 12 სკოლას გადაეცა სასწავლო STEM ნაკრებები.მათ შორის, ხუთ სკოლას დამატებით გადაეცა ელექტროინჟინერიისა და ფაბრიკაციის ლაბორატორია.