
STEM აღმოჩენები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ აქტიურად გრძელდება!
დღეს ჩავატარეთ ტრენინგის მეოთხე დღე პროექტის ფარგლებში – „STEM კონცეფციის ინტეგრაცია მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებში“.
მონაწილეები ჩაერთვნენ ოთხ საინტერესო მიმართულებაში:
ნეიროინჟინერიის პრაქტიკული გამოცდილება
ანიმაციური ტექნოლოგიების შესწავლა Animascopy-ს მეშვეობით
ინოვაციური მუსიკალური ხელსაწყოები ნოტოტრონის სივრცეში
ეკოინჟინერიის ექსპერიმენტები გარემოსდაცვითი აზროვნების განვითარებისთვის
გმადლობთ ყველა მონაწილეს მოტივაციისთვისა და ჩართულობისთვის — ერთად ვწერთ განათლების ახალი ეპოქის ისტორიას!












