STEM-UPD

ტრენინგის პირველი დღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2025 წლის 11 იანვარს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგის პირველი დღე.

იმერეთის რეგიონის მასწავლებლებისა და აწსუს სტუდენტებისთვის ჩაატარეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერებმა (პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამული ბუჭუხიშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მოწვეული სპეციალისტი ნოდარ ცაგრეიშვილი, ასოცირებული პროფესორები ნათია ღაჭავა და მადონა სამხარაძე) და კომპანია STEAMit · სთიმითი ტრენერები მედეა აბრამიშვილი და მამუკა აფაქიძე.

მონაწილეები გაეცნენ სწავლების STEM მიდგომას, იმუშავეს სთიმითის საგანმანათლებლო STEM ნაკრებებზე პრაქტიკულად და შექმნეს STEM სასწავლო სცენარები.