2024 წლის 17 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის” ფარგლებში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი პარტნიორი კომპანიის STEAMit · სთიმითი მიერ მომზადებული საგანმანათლებლო STEM ნაკრებებისა და მათი შესაბამისი STEM სასწავლო სცენარების გამოყენების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდნენ კომპანია STEAMit · სთიმითი წარმომადგენლები და STEAM ტრენერები მედეა აბრამიშვილი და მამუკა აფაქიძე.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო STEM ნაკრებები საჩუქრად გადაეცემა 20 საპილოტე სკოლას იმერეთის და კახეთის რეგიონებში.