მასწავლებელთა რეგისტრაცია!
კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) ის საგრანტო პროექტში “STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის” მონაწილეობა შეუძლია კახეთისა და იმერეთის რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15.09.2024
სარეგისტრაციო ფორმა ივსება მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად.
კონკურსის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები 15.01.2025 – 15.05.2025 პერიოდში თესაუს და აწსუს ბაზებზე შექმნილ STEM ლაბორატორიებში გაივლიან 30 საათიან ტრენინგ მოდულს და გადამზადდებიან STEM მიდგომის დანერგვის მიმართულებით ფორმალურ და არაფორმალურ სწავლებაში.
პროექტში პოტენციურ მონაწილედ მოიაზრება შემდეგი საგნების მასწავლებლები: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, გეოგრაფია, კომპიუტერული მეცნიერებები.
აპლიკანტები შეირჩევა სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
გიზიარებთ მასწავლებლების სარეგისტრაციო ბმულს