საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი საგრანტო პროექტი „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის“
პროექტის პარტნიორები:
- სსიპ_აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- კომპანია STEAMit · სთიმითი
- კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი
პროექტი განხორციელდება 15 თვის განმავლობაში
პროექტის ფარგლებში:
- თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე და აწსუს პედაგოგიკის ფაკულტეტზე დაფუძნდება და აღიჭურვება STEM ლაბორატორია ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ინჟინერია-რობოტიკის საბაზისო რესურსითა და STEM ნაკრებებით;
- შემუშავდება საუნივერსიტეტო STEM კურსები და მეთოდოლოგიური გზამკვლევი მოქმედი და მომავალი მასწავლებლებისთვის;
- შეირჩევა 20 საპილოტე სკოლა, თითოეულში დაფუძნდება და აღიჭურვება STEM ლაბორატორია;
- საპილოტე სკოლების მასწავლებლები გადამზადდებიან ქართველი და პოლონელი ტრენერების მიერ.
პროექტს „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ