STEM-UPD

STEM რესურსები არგვეთის საჯარო სკოლაში – მეცნიერება ხელშესახებია!

📅 2025 წლის 11 ივნისს, სსიპ – პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის საჯარო სკოლას გადაეცა STEM საგნების სასწავლო რესურსები და ლაბორატორიული მოწყობილობები, რაც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს სკოლის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გასაფართოებლად.

💡 რესურსების გადაცემა განხორციელდა საგრანტო პროექტის ფარგლებში:

„STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“

პროექტს ერთობლივად ახორციელებენ:

📘 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

🏛️ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – Akaki Tsereteli State University

💡 შპს STEAMit · სთიმითი

🔬 და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი – Copernicus Science Centre, პოლონეთი

📌 პროექტის ხელმძღვანელი – თსუ-ს პროფესორი ნათია ბაღათრიშვილი

🌍 პროექტი მოქმედებს კახეთისა და იმერეთის რეგიონების სკოლებთან და მოიცავს 10 საპილოტე სკოლას, მათ შორის — არგვეთის სკოლას, სადაც STEM მიდგომის ინტეგრაცია უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

🔧 ლაბორატორიული რესურსების გადაცემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში —

🎯 3D პრინტერის დახმარებით დაამზადეს სხვადასხვა ნივთები და საკუთარ თავზე გამოსცადეს ინოვაციური ტექნოლოგიების შესაძლებლობები!

📚 ამავე დღეს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი XI კლასში, სადაც წარმოდგენილი იყო STEAM მიდგომის გამოყენება ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე.

🌟 მოსწავლეთა გამოხმაურება იყო ერთმნიშვნელოვანი – გაკვეთილი ინოვაციური, შთამბეჭდავი და შემოქმედებითი იყო, რაც მოტივაციის ზრდის მკაფიო მაგალითია.

📸 იხილეთ STEM-მოძრაობის კიდევ ერთი წარმატებული დღე – საჩხერედან ინოვაციისკენ!