STEM-UPD

ინოვაციური STEM გაკვეთილი აფხაზეთის №5 საჯარო სკოლაში!

📅 2025 წლის 6 ივნისს, აფხაზეთის №5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული, შემაჯამებელი STEM გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართვა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და ინჟინერიის ინტერაქტიულ გარემოში.

💡 გაკვეთილი განხორციელდა პროექტის ფარგლებში:

„STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“,

რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ:

📌 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

📌 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – Akaki Tsereteli State University

📌 STEAMit · სთიმითი

📌 კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი (პოლონეთი)

📌 პროექტის ხელმძღვანელი – პროფესორი ნათია ბაღათრიშვილი

🧠 გაკვეთილი მოიცავდა შემდეგ საგნებს:

🔹 ბიოლოგია – გრძნობის ორგანოები და რეცეპტორები

🔹 ფიზიკა – სინათლის, ხმის და სითბოს გავრცელება

🔹 კომპიუტერული ტექნოლოგიები – სენსორები და მიკროკონტროლერები

🔹 მათემატიკა – მონაცემების ანალიზი რეაქციის დროზე

🔹 ხელოვნება და ინჟინერია – კონსტრუქტორის აწყობა

👩‍🔬 მოსწავლეებმა ჯგუფურად ააწყვეს ნეიროინჟინერიის კონსტრუქტორები, დააკავშირეს სენსორები (სინათლის, ხმის, გაზის) მიკროკონტროლერებთან (Arduino), და ტესტირების შედეგად მიიღეს რეალური მონაცემები.

📊 გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი სისტემა, განახორციელეს თვითშეფასება და მიიღეს უკუკავშირი.

🎯 მსგავსი პრაქტიკული STEM გაკვეთილები აუმჯობესებს მოსწავლეთა მოტივაციას, აზროვნების უნარსა და შემოქმედებით ჩართულობას.

📸 იხილეთ ფოტოები ჩვენი გამოცდილებიდან და STEM ინოვაციის გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებიდან!