STEM-UPD

STEM განათლება ხარაგაულში – ინოვაციები განათლებაში!

🎓🔬 STEM განათლება ხარაგაულში – ინოვაციები განათლებაში!

📅 2025 წლის 5 ივნისს სსიპ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლამ მიიღო STEM საგნების თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიული რესურსები!

💡 პროექტი ხორციელდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის,

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Akaki Tsereteli State University),

შპს STEAMit · სთიმითი და პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლობით.

📌 პროექტის ხელმძღვანელი – თსუ-ს პროფესორი ნათია ბაღათრიშვილი

📚 საგრანტო პროექტი ეძღვნება თემას:

„STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“

🔗 იმერეთსა და კახეთში შერჩეულია 10 საპილოტე სკოლა, სადაც STEM კონცეფცია ეტაპობრივად ინერგება.

🧪 3D პრინტერი, ლაბორატორიული მოწყობილობები და პრაქტიკული აქტივობები – ყველაფერი ერთად STEM ინოვაციისთვის!

მოსწავლეებმა ადგილზე დაამზადეს სხვადასხვა ნივთები და საკუთარი თვალით იხილეს თანამედროვე ტექნოლოგიის შესაძლებლობები.

📘 ამავე დღეს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მე-9 კლასში – ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ტექნოლოგიის შერწყმით.

🎯 მოსწავლეებმა გამოხატეს დიდი ინტერესი, გაკვეთილმა მიიღო ინოვაციური და მოტივაციური ხასიათი!

👉 STEM მოძრაობის ცოცხალი დღე ხარაგაულში!