STEM-UPD

STEM კონცეფციის დანერგვა პრაქტიკაში — ერთ-ერთი სწორედ მართლმადიდებლური გიმნაზიაა!

🌟 STEM განათლების კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი!

STEM კონცეფციის დანერგვა პრაქტიკაში — ერთ-ერთი სწორედ მართლმადიდებლური გიმნაზიაა!

📅 2025 წლის 28 მაისს, მართლმადიდებლურ ზოგადსაგანმანათლებლო გიმნაზიაში ჩატარდა შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი — საერთაშორისო საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინოვაციას და პედაგოგიურ პროგრესს!

🔬 პროექტს ახორციელებენ პარტნიორი ინსტიტუციები:

📌 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

📌 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – Akaki Tsereteli State University

📌 შპს STEAMit · სთიმითი

📌 კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, პოლონეთის რესპუბლიკა

📌 პროექტის ხელმძღვანელი – თსუ-ს პროფესორი ნათია ბაღათრიშვილი

📚 პროექტის შინაარსი ეფუძნება თემას:

„STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისათვის“

🎯 მიზანია – STEM მიდგომის ინტეგრაცია მასწავლებელთა მომზადებაში და მისი გადატანა რეალურ სასწავლო სივრცეში.

🌍 პროექტი წარმატებით თანამშრომლობს კახეთისა და იმერეთის რეგიონების სკოლებთან.

📍 იმერეთში შერჩეული 10 საპილოტე სკოლა, რომლებშიც ხორციელდება STEM კონცეფციის დანერგვა პრაქტიკაში — ერთ-ერთი სწორედ მართლმადიდებლური გიმნაზიაა!

🔎 შემაჯამებელი გაკვეთილი იყო ინოვაციური ხედვის, ექსპერიმენტული მიდგომების და თანამშრომლობის ცოცხალი მაგალითი! მოსწავლეები და მასწავლებლები ერთიანად ჩაერთნენ მეცნიერების აღმოჩენის პროცესში!